მივმართავ მთავრობის წევრებს, არ გაჭრის მუქარა, მაინც იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ - ზურაბიშვილი "ოცნებას"

31.05.23 17:34
მივმართავ მთავრობის წევრებს, არ გაჭრის მუქარა, მაინც იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ - ზურაბიშვილი "ოცნებას"

მივმართავ მთავრობის წევრებს, არ გაჭრის მუქარა, მაინც იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა "ოცნებას".

"პრეზიდენტის პოზიცია უნდა იყოს ნამდვილად პატივისცემის ღირსი, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა გარედან და ქვეყნის შიგნიდან. მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი. მე ნამდვილად აქტიურად ვმუშაობ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, მე ვახორციელებ შეხვედრებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.