აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ - ზურაბიშვილი ევროპარლამენტში
აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან სოხუმში ქუჩაში გამოსულ ათიათასობით მომიტინგეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ასევე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის გვერდში დგომა, აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის სახელითაც გამოხატა.
რუსეთის მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენდა რუსეთი, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა გახლავთ მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად მხარში ვუდგავართ უკრაინას, მე ვსაუბრობ საქართველოს მოსახლეობის სახელით ისევე, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის სახელით, რადგანაც ეს ევროპული მომავალი, თავისუფლება, მათი იდენტობის დაცვა მათთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ სოხუმში, აფხაზეთში. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ". - თქვა ზურაბიშვილმა.