პრეზიდენტის ტონი, შედარებით დარბილებული და დაბალანსებული იყო - მდინარაძე
"ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის ტონი მოუწონა და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში შედარებით დარბილებული ტონი ჰქონდა, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში და 26 მაისის ღონისძიებაზე სხვანაირი ლაპარაკი და ევროპარლამენტში დაბალანსებული გზავნილებით გამოსვლა, ერთი და იგივეა.
სალომემ ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზეც რომ გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომ აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. თუკი მას შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, მართალია პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყოს, მას შეუძლია საქართველოშიც იგივე გააკეთოს. დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული ტონი, რაც ხალხის რაქციამ უზრუნველყო". - განაცხადა მდინარაძემ.