მგონია, რომ პრეზიდენტი მზადაა გვარამიას შესაწყალებლად - უსუფაშვილი

31.05.23 19:23
მგონია, რომ პრეზიდენტი მზადაა გვარამიას შესაწყალებლად - უსუფაშვილი

მგონია, რომ პრეზიდენტი მზადაა გვარამიას შესაწყალებლად - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, თუ როდის და რა ვითარებაში შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებელს.

მე ჩემს პირად დაკვირვებას მოგახსენებთ: მგონია, რომ (არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემი დაკვირვების შედეგს გეუბნებით) პრეზიდენტი მზად არის, ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, თუმცა, ალბათ, ორი ფაქტორია, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ერთი, როდის და რა ვითარებაში, რომ გარდა ჰუმანური აქტისა, ამან პოლიტიკური შედეგი მოუტანოს ქვეყანას და მეორე, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც, რაც მეტს შეუძახებ, მეტს გააკეთებს და არიან ადამიანები, რომელსაც რაც მეტს შეუძახებ, ცოტას გააკეთებს, ალბათ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საერთო ჯამში, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ევროპარლამენტში სწორი აქცენტები ჰქონდა. 

"პრეზიდენტის გამოსვლა ბრიუსელში იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ვერ ვიტყვი პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპის სხვა დედაქალაქებში გაკეთებულ განცხადებებზე.

პრეზიდენტი შეეცადა ევროპელებისთვის დაენახებინა ის საქართველო, რაც სინამდვილეშია. ანუ ევროპული არჩევანის მქონე საქართველო, ევროპული ღირებულებების გამზიარებელი ქართველი ხალხი". - განაცხადა უსუფაშვილმა.