ზურაბიშვილის გამოსვლა შესანიშნავი იყო, ჩვენ ვიხილეთ ევროპული ლიდერი - კუბილიუსი

31.05.23 18:50
ზურაბიშვილის გამოსვლა შესანიშნავი იყო, ჩვენ ვიხილეთ ევროპული ლიდერი - კუბილიუსი

შესანიშნავი უწოდა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროპარლამენტში.

კუბილიუსი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის სახით, ევროპარლამენტში ნამდვილი ევროპელი ლიდერის გამოსვლა იხილეს.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟრერა.

ჩვენ ვიხილეთ ნამდვილად ევროპული ლიდერი. საქართველოს პრეზიდენტმა ნამდვილად ნათელი განცხადებები გააკეთა და ნამდვილად შესანიშნავი იყო. ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს მოსახლეობა გაერთიანდება ამ პოზიციის ირგვლივ და ნამდვილად შთამაგონებელი და შესანიშნავი იყო მისი გამოსვლა. და ასევე, მსურს მოგახსენოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები გაჟღერდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ მოუსმინოს მის შეხედულებას და მესიჯებს". - აღნიშნა კუბილიუსმა.