ორი ირაკლის ბრძოლა გავლენებისთვის - ღარიბაშვილი და კობახიძე ძალაუფლებას ვერ იყოფენ
ორი ირაკლის ბრძოლა გავლენებისთვის განახლებული ძალებით იწყება. ღარიბაშვილი და კობახიძე ძალაუფლებას ვერ იყოფენ. პრემიერს პარტიის თავმჯდომარეობაც უნდა, ამიტომ დროებით მიძინებული პოლიტიკური სკანდალი კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის ისევ გაგრძელდა. კობახიძე პრემიერზე ისეა გაბრაზებული, რომ მასთან ერთად არცერთ მასშტაბურ სახელმწიფო ღონისძიებაზე აღარ ჩნდება. 26 მაისს აუზზე ირუჯებოდა, პოლიციის დღეს კი შს სამინისტროს ნაცვლად პარლამენტში მივიდა
ახლა ორი ირაკლის ბედი ერთი ოლიგარქის ხელშია - ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, ვისზე დებს ფსონს. ადამიანები, რომლებმაც ქართულ ოცნებაში ბევრი წელი გაატარეს, ამბობენ, რომ ბრძოლის ეს რაუნდი ღარიბაშვილის გამარჯვებით დასრულდება, რადგან კობახიძეს პარტიაში ავტორიტეტი არ აქვს, პრემიერს კი ოცნებაში ბევრი თანამოაზრე ჰყავს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.