პრეზიდენტის სიტყვა ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან და დიდი მოლოდინი, რომელიც არც ამჯერად გამართლდა

31.05.23 20:02
 პრეზიდენტის სიტყვა ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან და დიდი მოლოდინი, რომელიც არც ამჯერად გამართლდა

პრეზიდენტის სიტყვა ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან და დიდი მოლოდინი, რომელიც არც ამჯერად გამართლდა. 13 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მიეცა შანსი სრულიად ევროპისთვის მიემართა. იყო მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს გაცილებით მწვავე იქნებოდა და რეალურად ეტყოდა ევროპას, ვინ არის მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა პრეზიდენტმა სხვა გზა არჩია.  მისი გამოსვლის დიდი ნაწილი ისტორიულ ექსკურსს დაეთმო. 

არადა სათქმელი ბევრი იყო. 12 რეკომენდაცია, რომელსაც ქართული ოცნება მიზანმიმართულად  არ ასრულებს და ამით საქართველოს ევროპულ მომავალს ბლოკავს. ღიად რუსეთისკენ შეცვლილი საგარეო ვექტორი, რომლის გამო ევროპაში განგაშია გამოცხადებული.  პოლიტპატიმრები - განსაკუთრებული მოლოდინი იყო, რომ პრეზიდენტი რამეს იტყოდა  ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ზურაბიშვილი ივანიშვილის მთავრობასთან ბრიუსელიდან დაპირისპირებას მოერიდა. ვერ შემაშინებთ - ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელითაც პრეზიდენტმა  ქართულ ოცნებას ევროპის დედაქალქიდან  მიმართა. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპოტაჟში.