სკანდალში გახვეული ღარიბაშვილი - პრემიერმა რუსეთთან 300 კილომეტრიანი საზღვარი საქართველოს ტერიტორიას ჩამოაჭრა

31.05.23 20:21
სკანდალში გახვეული ღარიბაშვილი - პრემიერმა რუსეთთან 300 კილომეტრიანი საზღვარი საქართველოს ტერიტორიას ჩამოაჭრა

არც ერთი დღე სკანდალის გარეშე. ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად ისტორიის გაყალბებაშია მხილებული. საქართველოს პრემიერმა რუსეთთან 300 კილომეტრიანი საზღვარი საქართველოს ტერიტორიას ჩამოაჭრა. ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გამავალი მონაკვეთი საქართველოს მთავრობის პირველმა პირმა პირდაპირ რუსეთს მიაკუთვნა. არადა ყველა ოფიციალურ დოკუმენტში და ვიკიპედიაშიც კი საქართველო რუსეთს შორის საზღვარი 894 კილომეტრი წერია. მხოლოდ რუსულ წყაროებშია მითითებული 600 კილომეტრი, რაც იმას ნიშნავს რომ პრემიერი სწორედ რუსულ წყაროებს დაეყრდნო.   

პრემიერთან ერთად არც მისმა მინიტრებმა იციან, რეალურად რამდენი კილომეტრია რუსეთთან საზღვარი. თუმცა ღარიბაშვილის სკანდალური განცხადებები ამით არ დასრულებულა. პრემიერმა ქართული ოცნება ერთადერთ ხელისუფლებად გამოაცხადა, რომლის მმართველობის დროსაც საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს. შესაბამისად ყველა წინა ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ეს ყველაფერი კი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე ილაპარაკა და შეფასებაც ევროპიდან  შესაბამისი მიიღო - რუსეთის რუპორი.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.