"კარგად არ მიცნობენ, დროა გამიცნონ" - ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ

31.05.23 19:59
"კარგად არ მიცნობენ, დროა გამიცნონ" - ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ

ვისაც ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას, შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენეტში გამოსვლის შემდეგ მედიასთან.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე დააანონსა საქართველოში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ფონ დერ ლაიენის სტუმრობაც და განაცხადა, რომ, თუ ეს სამი ადამიანი საქართველოში ჩამოვა, ე.ი. საქართველოზე ჯერ უარი არ უთქვამთ.

მე როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვერები აქ დღე და გუშინ, მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართყულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძაან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და თავისი დანშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენ მოგვცენ ის, რაც ჩვენს გვეკუთვნმის. ასევე მე მივიღე დაპირება.  შარლ მიშე4ლმა და ფონ დერ ლაიენმა ტქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს 3 ადამიანი თუ ცამოდის ჩვენთან ამ 6 თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი. დავამატებ იმასაც, რომ ვისაც ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას, შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ და ჯკობია გამიცნონ". - თქვა სალომე ზუირაბიშვილმა.