ევროპარლამენტარები ზურაბიშვილით იმედგაცრუებულები არიან - პირველი შეფასებები ბრიუსელიდან
ევროპარლამენტარები ზურაბიშვილით იმედგაცრუებულები არიან - პირველი შეფასებები ბრიუსელიდან.
მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ არ უკვირს, რომ ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია არ ახსენა, რადგან მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არც მანამდე ევროპარლამენტარების მირრ გაგზავნილ ღია წერილს უპასუხა.
გრეგოროვას თქმით, გვარამიას და სააკაშვილის საქმეები არის პოლარიზაციის წყარო და როდესაც ეს საკითხები ისევ გიდევს მაგიდაზე, სხვა რამეებზე ლაპარაკი უბრალოდ არ შეიძლება.
სალომე ზურაბაშვილის სიტყვამდე ჩვენ გვქონდა პატარა ფოტოაქცია სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერდით ნიკა გვარამის. იმედგაცრუებილი ვარ, მაგრამ არ მიკვირს, რომ არ ახსენა ნიკა გვარამია. ჩვენ ევროპარლამენტარებმა სალაომე ზურაბიშვილს გავუგზავენთ ღია წერილი თხოვნით, რომ შეწყალების დროს მხედველობაში მიეღო ნიკა გვარამიაც, მაგრამ პასუხი არ,მიგვიღია. რა თქმა უნდ,ა იყო გარკვეული სიცარიელე, ის რისი მოსმენაც გაგვიხარდებოდა, მაგრამ მაინც კარგია ევროპისკენ სწრაფვის შესახებ მოსმენა. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ვფიქრობ უნდა ყოფილიყო მეტი მიმართვა რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი არის რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ამოავსოს სიცარიელე, იყოს შუამავალი, იყოს ნეიტრალური, მაგრამ ასევე იყოს ადამიან,ი რომელიც ეძებს კომპრომისს. ვთანხმდებით რომ გვარამიას და სააკაშვილის საქმეები არის პოლარიზაციის წყარო და როდესაც ეს საკითხები ისევ გიდევს მაგიდაზე, სხვა რამეებზე ლაპარაკი უბრალოდ არ შეგიძლია, რადგან ამ თემებზე ყოველთვის იქნება კითხვები". - ამბობს გრეგოროვა.