ლაგუნაზე ივანიშვილის ე.წ ჟირაფები მაინც აშენდება
ლაგუნაზე ოლიგარქის ე.წ ჟირაფები მაინც აშენდება. ცათამბჯენები თბილისის ცენტრში 65-ის ნაცვლად 52 სართულიანი იქნება. საზოგადოების დიდი პროტესტის ფონზე მერიამ დრო მოიგო, ფონდ "ქართუს" პროექტი დაახარვეზა, სართულების რაოდენობა ოდნავ შეამცირა და ახლა უკვე მშენებლობის ნებართვის გასაცემად ემზადება.
მანამდე კი თბილისის საკრებულომ საგანაგებოდ ოლიგარქის ცათამბჯენებისთვის ტერიტორიას ზონის სტატუსი უნდა შეუცვალოს. ახლა ლაგუნას მიმდებარედ არაფრის აშენება არ შეიძლება, რადგან ადგილს სარეკრეაციო ზონისა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. დედაქალაქის მთავრობის ყველა რგოლი ივანიშვილის ახალი ახირების შესასრულებლად მზად არის. თბილისისთვის კი ოლიგარქის ე.წ ჟირაფები პრაქტიკულად განაჩენის ტოლფასი იქნება.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.