სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობები ისევ რუსული არმიის ალყაშია - მოსკოვს ოკუპირებულ რეგიონში არეულობის ეშინია

31.05.23 20:48
სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობები ისევ რუსული არმიის ალყაშია - მოსკოვს ოკუპირებულ რეგიონში არეულობის ეშინია

სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობები ისევ რუსული არმიის ალყაშია. ქალაქში ბარიკადებია აღმართული და უპრეცენდენტო რაოდენობის ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკაა შეყვანილი. მოსკოვს ოკუპირებულ რეგიონში არეულობის ეშინია.  ვითარება კი უკიდურესად დაძაბულია. თვითაღიარებულ პრეზიდენტთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. რეგიონის გარუსების წინააღმდეგ გამოსულმა ხალხმა  ღამე ქუჩაში გაათენა.  მთავარი მოთხოვნაა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა უარი თქვას რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემაზე. სოხუმი  ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.