ცხოვრების სტილი იძლევა სტატუსს და არა ის რეალობა, რაშიც ახლა ვართ - დავით ჭიჭინაძე

01.06.23 10:27
ცხოვრების სტილი იძლევა სტატუსს და არა ის რეალობა, რაშიც ახლა ვართ - დავით ჭიჭინაძე

ცხოვრების სტილი იძლევა სტატუსს და არა ის რეალობა, რაშიც ახლა ვართ  - "ტრიბუნას" ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ქვეყანა, სადაც,  გამსახურდიას შემდეგ ყველა მთავრობა ძალადობრივია,
რომელ ევროკავშირზეა საერთოდ საუბარი.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ სანამ ქვეყანაში ქონებრივი მიტაცებები და სხვა რიგი პრობლემები არ მოგვარდება, მხოლოდ სტატუსის მიღება ქვეყნის ყოფას ვერ გააუმჯობესებს.

ქვეყანას, სადაც ქონებები დატაცებული და მიტაცებულია, 
ბოლომდეა გაღლეტილია ჩინოვნიკების მიერ და ეს ჩინოვნიკები იყოფენ და ინაწილებენ ყოველი ახალი ხელისუფლბის მოსვლის შემდეგ;
სადაც არცერთ სასამართლოს, არცერთი მაღალჩინოსნისთვის უკანონოდ მიტაცებული  არასოდეს არაფერი ჩამოურთმევია;
სადაც ფულის შოვნის ყველაზე იოლ ფორმას მიაგნეს - ხალხისგან ფულის ამოღებით და ხალხის გატყავების გზით;
არარეალური საპროცენტო განაკვეთებია და  სადაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტვინი!
და ქვეყანა, სადაც,  გამსახურდიას შემდეგ  ყველა მთავრობა ძალადობრივი გვყავს -
რომელ ევროპაზე და ევროკავშირზეა საუბარი? ან ვიმსახურებთ კი?!
თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ  სტატუსტის მიღების შემდეგ  ცხოვრების დონე გაგვიუმჯობესდება, პროცენტები დაიწევს, ან არაპროფილური საქმიანობა შეიზღუდება?
ბანკები აღარ გააგრძელბნ პენსიონერების , ბიზნესმენების ძარცვას და ბიზნესით აღარ იქნებიან დაკავბული?
თუ „ოცნების“ ხელისუფლება უცებ გაიღვიძებს  და კანონმორჩილი გახდება?!
მოკლედ, სანამ ეს ყველაფერი არ შეფასდება და შეიცვლება, ყოველთვის ასეთ ნაგავში ვიქნებით, ევროპაში კი არა. რადგან ცხოვრების სტილი იძლევა სტატუსს და არა ის რეალობა, რაშიც ახლა ვართ.
-   ამბობს დავით  ჭიჭინაძე.