იძებნება ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიში - დოკუმენტი დეპუტატებს ამ დრომდე არ მიუღიათ

01.06.23 11:20
იძებნება ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიში - დოკუმენტი დეპუტატებს ამ დრომდე არ მიუღიათ

ღარიბაშვილის  ყოველწლიური ანგარიში კანცელარიიდან პარლამენტამდე გზაში დაიკარგა. საქართველოს მთავრობაში "პირველებს" უთხრეს, რომ დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე გაგზავნილია, თუმცა დეპუტატებს ამ დრომდე არ მიუღიათ. დილიდან ყველა ეძებს, სად არის პრემიერის მოხსნება, სადაც წერია, რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურმა.

წესით, 1 ივნისამდე პრემიერი  პარლამენტში ანგრიშით უნდა მისულიყო, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, ღარიბაშვილი ვადებს არღვევს, არ მიდის, რომ მათ კითხვებს არ უპასუხოს, ამასობაში კი პუტინის მხარდამჭერი განცხადებებით საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზებს უჭრის.

"ხალხის დაკვეთა არის ევროპა, ესენი მიდიან რუსეთში რა ანგარიში უნდა წარმოადგინოს. ამიტომ არის, რომ ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ ისეთ დროს გააკეთოს ანგარიში, როცა ხალხს არ ეცლება, მაგალითად ზაფხული იქნება, პოლიტიკა არ იქნება აქტუალური, ხალხი ქუჩაში ვერ გამოვა და ა.შ. მათ ეშინიათ ხალხის რეაქციის და მალავენ იმას სინამდვილეში რაც გააკეთეს" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.