სადღეგრძელოებით საუბარი ევროპარლამენტის წინ საკმარისი არ არის - ჩიხლაძე პრეზიდენტზე

01.06.23 11:37
სადღეგრძელოებით საუბარი ევროპარლამენტის წინ საკმარისი არ არის - ჩიხლაძე პრეზიდენტზე

სადღეგრძელოებით საუბარი ევროპარლამენტის წინ საკმარისი არ არის - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას.

მისი თქმით, ბრიყვები არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ველოდოთ, როდის შეიწყალებს პრეზიდენტი პოლიტიკურ პატიმრებს.

ჩიხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი წვლილი არ შეუტანია ევროინტეგრაციის საკითხში.

"ვითომ ცრუ მოლოდინები ბევრჯერ შექმნა ამ ქალბატონმა, ბევრჯერ შექმნა ეს მეოთხე თუ მეხუთეა, რომ ვითომ რაღაცას გადავწყვეტ, არ ვიცი ასეთი ბრიყვები არ უნდა ვიყოთ, რომ ყოველ ჯერზე ველოდოთ რაღაცა ახლა გზავნილს, რომ ახლა არ შეიწყალა, ახლა საშემოდგომოდ, მერე იქნებ საახალწლოდ შეიწყალოს. მას არანაირი წვლილი არ შეუტანია ევროინტეგრაციის საკითხში და უბრალოდ ახლა ლამაზი სიტყვებით საუბარი, სადღეგრძელოებით საუბარი ევროპარლამენტის წინ მე ვფიქრობ არ არის საკმარისი" -  ამბობს სერგო ჩიხლაძე.