უკრაინაში დაღუპული ქართველი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა - ცხედარი კიევის ტაძარშია დასვენებული

01.06.23 11:50
უკრაინაში დაღუპული ქართველი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა - ცხედარი კიევის ტაძარშია დასვენებული

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ უკრაინაში დაღუპული ქართული ლეგიონის წევრი, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ჩანიშნულია ექსპერტიზა. 

ცნობილია, რომ გიგანი ქართულ ლეგიონს სამხედრო ლოჯისტიკით ეხმარებოდა. მეომრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები სავარაუდოდ 2 დღეში დაიწყება. ცხედარი კიევის ცენტრში, მთავარ ტაძარშია დასვენებული და თანამებრძოლები ემშვიდობებიან.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გიგანს თავბრუ დაეხვა, ცუდად გახდა და გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა კი ვერ შეძლო.

"ძალიან მძიმე დანაკარგია, იმყოფებოდა ქართული ლეგიონის შემადგენლობაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ძირითადად იყო ლოჯისტიკური მიმართულებით და ძალიან კარგი ადამიანი იყო. ცუდად გახდა, თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა, გამოიძახეს სასწრაფო და ვერ შეძლო სასწრაფომ გადარჩენა, ვერ გაიგეს ადგილზევე, გულის შეტევა იყო თუ თრომბი და სამწუხაროდ გარდაიცვალა" - ამბობს ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი.