პარანოიკია, შევარდნაძის დროში დაგვაბრუნა, პრორუსული სენტიმენტები აქვს - ფადი ასლი ივანიშვილს ქვეყნის ღალატში ამხელს

01.06.23 12:09
პარანოიკია, შევარდნაძის დროში დაგვაბრუნა, პრორუსული სენტიმენტები აქვს - ფადი ასლი ივანიშვილს ქვეყნის ღალატში ამხელს

ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებიან. ქართველ ოლიგარქს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ქვეყნის ღალატში ამხელს. ფადი ასლი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს და ქართული ეკონომიკის მოგუდვით არის დაკავებული.

წერილი, რომელიც ბიზნესმენმა გამოაქვეყნა უმწვავესია. ფადი ასლი, დღევანდელ რეალობას შევარდნაძის დროინდელ საქართველოს ადარებს, როცა ქვეყანა კორუფციის ჭაობში იფლობოდა.

ბიძინა ივანიშვილმა შევარდნაძის დროში დაგვაბრუნა, კორუფცია, ნეპოტიზმი, რომელიც მან ამ ქვეყანაში დააბრუნა უარესიც კია. ბიზნესმენებს ყველაფერში ფულს სთხოვენ, მთავრობა სახელმწიფო სერვისების მისაღებადაც კი ფულს სძალავს, რაც წესით უფასოა, ბიზნესმენებს იმაში უწევთ თანხის გადახდა. მთავრობაში მიჰყავთ ოჯახის წევრები, ეს სახელმწიფო აღარაა, ყველაფერი მხოლოდ ივანიშვილისთვის ხდება".- ამბობს "პირველებთან" ფადი ასლი.

ფადი ასლის თქმით, ივანიშვილი აკუთარი ქვეყნის და ონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის და ეს დემოკრატია არ არის.

ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც შეცვალა ამ ქვეყნის კურსი. ერთ დილას გაიღვიძა და ერთპიროვნულად გადაწყვიტა, საქართველო რუსეთისკენ წაეყვანა. რუსეთი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერია, მოსახლეობის 80 პროცენტს კი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა სურს. ეს როგორი დემოკრატიაა? როცა ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს და საკუთარი ქვეყნის და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის, თანაც იმისთვის რომ მტრისკენ გაგაქანოს".- ამბობს ბიზნესმენი.

ბიზნესმენი ასევე ოლიგარქის პრორუსულ სენტიმენტებზე საუბრობს და ივანიშვილს პარანოიკს უწოდებს და  ამბობს, რომ მას პუტინის დაპირებების სჯერა.

ბიძინა ივანიშვილი არის პარანოიკი, რომელსაც მხოლოდ მისი ფული ადარდებს. არავინ იცის მიზეზები, რა უნდა მას რუსეთთან. პრორუსული სენტიმენტები აქვს.  ოკუპანტთან ურთიერთობის დაზიანებას რომ ცდილობ, ალბათ დაზიანებული გონება უნდა გქონდეს. რამდენჯერ უნდა სცადონ და ჭკუა ვერ ისწავლონ? ივანიშვილს სჯერა პუტინის დაპირებების, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რა მოხდა თუნდაც გავრილოვის ჩამოსვლის და პროტესტის შემდეგ. საქართველო ახლა უმძიმეს მდგონარეობაშია, მთელი ეკონონიკა რუსეთზეა მიჯაჭვული. ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ასრულებს კრემლის მითითებებს. ისე მოაწყვეს ყველაფერი რომ რუსეთს შეუძლია , გააჩეროს და დაამხოს ქართული ეკონომიკა. ეს მხოლოდ ივანიშვილის მთავრობის ბრალი იქნება  და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის შედეგებსაც მოიმკის". - ამბობს ფადი ასლი.