ღრიბაშვილი მოლდოვაშია - პრემიერი ევროპის ლიდერების სამიტს ესწრება

01.06.23 12:00
ღრიბაშვილი მოლდოვაშია - პრემიერი ევროპის ლიდერების სამიტს ესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაშია. საქართველოს პრემიერ მინისტრი 50 ქვეყნის ლიდერთან ერთად, სამიტს ესწრება.

ფორუმი ევროპის ახალ გამოწვევებსა და ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. საინტერესოა, რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი ისეთი, რაც ბრატისლავაში არ უთქვამს. პრემიერი მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში მიიღებს.

"მოლდოვაში სტარტს იღებს ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტი, რომელიც მონაწილეობას იღებს, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად. სამიტზე მონაწილეობს 50 ევროპული ქვეყნის ლიდერი. აღსანიშნავია, რომ სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ევროპაში არსებული გამოწვევების საკითხების განსახილველად. ძირითადი თემები წლევანდელ სამიტზე იქნება ენერგეტიკა და უსაფრთხოების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში ბატონ პრემიერ მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან და ასევე მონაწილეობას მივიღებთ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე" - ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვაში, ლევან დიასამიძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში გამართულ "გლობალსეკის" ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად ნატო ოფიციალურად უკვე გამოაცხადა.