სამიტზე რუსეთი არ არის წარმოდგენილი, რადგან ჩვენ არ გვსურს მისი დაპატიჟება - ბორელი
აქ რუსეთი არ არის წარმოდგენილი, რადგან ჩვენ არ გვსურს მისი დაპატიჟება - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროპის პოლიტიკურ სამიტზე განაცხადა.
ბორელის თქმით, პუტინის რუსეთი არღვევს ყველა კანონს და მიდის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ამიტოამც სამიტზე მსჯელობა გაიმართება კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, კონტინენტის სტაბილიზაციასა და უსაფრთხოებაზე.
მწუხარება უნდა გამოვთქვა კიევზე თავდასხმის გამო, ორი ბავშვია მოკლული. ეს არის დასტური რომ, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. იმედი მაქვს რომ ამ სამიტიდან ძლიერი მესიჯი გაიგზავნება ლიდერების მიერ უკრაინის და მისი სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. აქ რუსეთი არ არის წარმოდგენილი, რადგან ჩვენ არ გვსურს მისი დაპატიჟება. პუტინის რუსეთი არღვევს ყველა კანონს და მიდის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. დღეს აქ სამი საკითხი იქნება მთავარი- ჩვენი მსჯელობა გაიმართება კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, ჩვენი კონტინენტის სტაბილიზაციასა და უსაფრთხოებაზე". - განაცხადა ბორელმა.