ჩვენ დღეს დავადასტურებთ უკრაინისადმი მხარდაჭერას - მაია სანდუ

01.06.23 13:00
ჩვენ დღეს დავადასტურებთ უკრაინისადმი მხარდაჭერას - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინისადმი მხარდაჭერას ადასტურებს. 

სანდუ ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დააფიქსირა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას, რომელიც გაასამართლებს იმ პირებს, ვინც ომის დანაშაულებს ჩადიან უკრაინაში.

ჩვენ დღეს დავადასტურებთ უკრაინისადმი მხარდაჭერას, იმ ფონზე, როდესაც ის განაგრძობს წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიისადმი. უკვე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე, ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ. ვისაუბრეთ ჩვენს ევროპულ მომავალზე. უკრაინა დღეს იცავს მოლდოვის უსაფრთხოებას და ამისთვის მადლიერები ვართ. მოლდოვა მხარს უჭერს სამშვიდობო ფორმულას, რომლითაც თქვენ გამოხვედით, ბატონო პრეზიდენტო და ასევე მხარს ვუჭერთ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას, რომელიც გაასამართლებს იმ პირებს, ვინც ომის დანაშაულებს ჩადიან უკრაინაში. გთხოვთ, ჩადოთ ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებში, გჯეროდეთ, ჩვენი დემოკრატიების და ჩვენი ევროპულ მომავლის. ეს არის თქვენი კონტრიბუცია სტაბილურობასა და მშვიდობაში ჩვენს კონტინენტზე“- განაცხადა სანდუმ.