"რაო? ვერ გავიგე..." - ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ ჟურნალისტებს

01.06.23 13:17
"რაო? ვერ გავიგე..." - ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ ჟურნალისტებს

რაო? ვერ გავიგე - ასე პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკურ სამიტზე უცხოელ ჟურნალისტებს.

პრემიერმა ერთადერთ უცხოელ ჟურნალისტს უპასუხა, კითხვა ეხებოდა აზებრიჯანის და სომხეთის კონფლიქტს. ჩანაწერში ისმის, რომ სხვა უცხოელი ჟურნალისტებიც ცდილობენ კითხვების დასმას - რაო, ვერ გავიგე ისმის პრემიერის რეპლიკა და მათ კითხვებს არ პასუხობს.

შეხვდება თუ არა ღარიბაშილი ზელენსკის? - უკრაინის პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკურ სამიტს ესწრება. ამავე ღონისძიებაზე იმყოფება საქართველოს პრემიერ მინისტრიც. ზელენსკიმ დაანონსა, რომ ექნება ორმხრივი შეხვედრები. ახლ მთავარი კითხვაა, გაიმართება თუ არა ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის პირისპირ აუდიენცია. მოლდოვაში ევროპელი ლიდერები არიან შეკრებილები.