საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია, იმედი მაქვს, რეფორმები შესრულდება - შარლ მიშელი
მოლდოვაში, სამიტის დაწყების წინ განცხადება გააკეთა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აქცენტი გააკეთა საქართველოზეც. მიშელი იმედოვნებს, რომ შერსულდება რეფორმები და ქართველი ხალხის სურვილი ევროკავშირის წევრობის შესახებ, ასრულდება. გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ გაკეთდეს მკაფიო არჩევანი.
მიშელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა მიეცემა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია. იმედი მაქვს, შესრულდება რეფორმები რომელის საჭიროა. ქართველი ხალხის უმეტესობა ევროკავშირში წევრობას უჭერს მხარს და იმედი მაქვს, რომ იქნება ფანჯარა შესაძლებლოებისთვის, რომ გაკეთდეს მკაფიო არჩევანი. არა იმისთვის, რომ ასიამოვნოთ ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გააკეთოთ მკაფიო არჩევანი და დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაგუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე. გახარებული ვიქნები თუ საქართველოს ისევ ვეწვევი. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მომიწვია. იმედი მაქვს , იქნება შესაძლებლობა ვეწვიო საქართველოს ისევ.". - განაცხადა მიშელმა.