ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალოს

01.06.23 13:25
ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალოს

 პარლამენტის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალოს. 

როგორც დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, ეს სივრცე დახურული არ არის. 

მიუხედავად იმისა, მას როგორ წარმოუდგენია ზეწოლა რა არის, ჩვენი საუბარი აქციები თუ ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეიძლება გადადგას. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე გუშინ, რომ ეს სივრცე დაიხურა. რა კრიტიკაც არ უნდა დავიმსახურო მე მაინც გავაგრძელებ იმის თქმას, რომ ნიკა გვარამია, როგორც უდანაშაულო ადამიანი უნდა განთავისუფლდეს იმიტომ კი არა, რომ რეკომენდაცია შესრულდეს არამედ უბრალოდ უდანაშაულოა ადამიანია და ამიტომ ზის ციხეში. ასევე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა" - ამბობს ხატია დეკანოიძე.