პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციაა გვარამიას შეწყალებაზე არ გადის
პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას არ აფასებს. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციაა გვარამიას შეწყალებაზე არ გადის.
ჩვენ პატივი ვცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, ამა თუ იმ პასაჟს მისი გამოსვლისთვის შეფასებისთვის, როგორ ვაფასებ პირადად, შეძლებისდაგვარად თავი შევიკავოთ.
(შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას?) არ ვიცი, ეს მისი კომპეტენციაა, ამიტომ მე მის კომპეტენციაში ვერ შევალ. ზოგადად ამ საკითხს ესე დაყენება საქართველოს ევროპული გზის და თავად ევროკავშირის დისკრედიტაციაა.
როდესაც საკითხი დგება, რომ თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადამიანის გათავისუფლება არგათავისუფლების საკითხზე დგას, ის იმსახურებს თუ არა, საქართველო კანდიდატის სტატუს. ხომ არის ხოლმე საუბარი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, რა გამოდის ახლა ქართველ ხალხზე ვსაუბრობთ თუ ერთ ადამიანზე" - ამბობს შალვა პაპუაშვილი.