ნაპოვნია ღარიბაშვილის წლიური ანგარიში - პაპუაშვილი ადასტურებს, რომ დოკუმენტი საკუთარ სამუშაო მაგიდაზე უდევს
ღარიბაშვილის წლიური ანგარიში ნაპოვნია. შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაურის ანგარიში საკუთარ სამუშაო მაგიდაზე უდევს. რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა, ამას დეპუტატები ჯერ ვერ გაიგებენ, რადგან ვიდრე პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მივა, დოკუმენტს ჯერ ბიუროს სხდომაზე წარადგენენ, შემდეგ კი გაასაჯაროებენ.
ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლამდე ჯერ მთელი თვეა წინ, თუმცა პაპუაშვილი უკვე აანონსებს, რომ პრემიერთან კითხვები არ აქვს, რადგან მისი საქმიანობით კმაყოფილია.
"პარლამენტში შემოსული არის. ბიურო გადაცემის შესაბამისი პოლიტიკურ სუბიექტებსაც და კომიტეტებსაც. ორშაბათს 5 საათზე ბიუროს სხდომა არის ჩანიშნული და ბიურო არის ის ორგანო, რომელიც ანაწილებს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც შემოდის პარლამენტში. ეს თარიღები თანხმდება იმის და იმის მიხედვით, როგორ არის სხვადასხვა ვიზიტები დაგეგმილი, მათ შორის პარლამენტში რა განსახილველი საკითხია, მთავრობას და პრემიერს რა ვიზიტი აქვს დაგეგმილი და ყველაფერი ვადაში ხდება. ამიტომ აქ, მანიპულაცია იმასთან დაკავშირებით, რაიმე გვიან ხდება თუ არა, არასერიოზულია". - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა პრემიერის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებაზეც და თქვა, რომ ნატოსთან დამოკიდებულება ავღანეთში გაგზავნილი კონტიგენტიც ადასტურებს, ამიტომაც ამ საკითხის ირგვლივ არსებული აჟიოტაჟი, მხოლოდ ტიპიური მანიპულაციაა.
რაც შეეხება ნატოსთან დამოკიდებულებას, ესეც არის ტიპიური მანიპულაცია. ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერ მინისტრი, იყო ის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ყველაზე დიდი კონტინგენტი გაგზავნილი იყო ავღანეთში. ჩვენ, ზუსტად ამ გამოწვევების გააზრებით, რომ რუსეთი ვერ ეგუება საკუთარ საზღვრებთან სუვერენულ გადაწყვეტილებებს, სწორედ ამის გააზრებით ისე უნდა გავით ამ პერიოდში, რომ ჩვენ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები მივიღოთ" - ამბობს შალვა პაპუაშვილი.