გამოვიდეს და თქვას, აპირებენ თუ არა ერთ პინაზე დადონ ნატო და ევროკავშირი და მეორეზე რუსეთი - დეკანოიძე პრემიერზე

01.06.23 14:22
გამოვიდეს და თქვას, აპირებენ თუ არა ერთ პინაზე დადონ ნატო და ევროკავშირი და მეორეზე რუსეთი - დეკანოიძე პრემიერზე

გამოვიდეს და თქვას, აპირებენ თუ არა ერთ პინაზე დადონ ნატო და ევროკავშირი და მეორეზე რუსეთი - ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პრემიერის პარლამენტში ამდენი ხანიც უნდა მისულიყო და საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა იმ განცხადებებზე, რომელიც მან ბრატისლავაში გააკეთა.

დეკანოიძის თქმით, ღარიბაშვილმა უნდა თქვას, რა საიდუმლო რუსეთთან რა საიდუმლო შეთანხმებაში მონაწილეობს პრემიერი.

"აქამდეც ეკუთვნოდა მოსვლა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოდის. ჩემი ძირითადი დამოკიდებულება პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილისადმი არის მხოლოდ და მხოლოდ ის პრორუსული პოლიტიკა, რომელსაც იგი ატარებს. გამოვიდეს და თქვას, აპირებენ თუ არა მართლაც ერთ პინაზე დადონ ნატო და ევროკავშირი და მეორე პინაზე რუსეთი და ეს ღიად უნდა უთხრას საქართველოს საზოგადოებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა საიდუმლო შეთანხმება არსებობს რუსეთთან და რა საიდუმლო შეთანხმებაში მონაწილეობს ღარიბაშვილი" - ხატია დეკანოიძე.