ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გატარებული იყოს - კალაძე

01.06.23 14:10
ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გატარებული იყოს - კალაძე

 ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო იყო - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ "ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გატარებული იყოს": 

სიმართლე მწარეა, თუმცა, არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, სიმართლე მათთან უნდა ვილაპარაკოთ. ეს ჩვენ თავის დროზე რომ დაგვეწყო და გვექნა, დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება. შეიძლება, უკრაინაში ის უბედურებაც არ ყოფილიყო, რაც დღეს ხდება.