ჩემს 12 წლის ძმისშვილს სჯიან - ხაბეიშვილი ოჯახის წევრის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს

01.06.23 14:15
ჩემს 12 წლის ძმისშვილს სჯიან - ხაბეიშვილი ოჯახის წევრის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი 12 წლის ძმისშვილი მერიის მიერ ორგანიზებულ და გასამართ კონცერტზე მოზარდი უკანა რიგებში დააყენეს. 

"...მასწავლებელმა ირიბად, მაგრამ თან პირდაპირ გააჟღერა, რომ 10 ივნისს ტარდება კონცერტი, სადაც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც და ანასტასია დააყენა იმდენად უკან, რომ არც გამოჩნდეს...

"საუბარი ჩემს 12 წლის ძმისშვილზეა ... ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ გულში არაფერი ჩაიდონ და არ გაბრაზდნენ ასეთ "ადამიანებზე" ... 

ბავშვებს სჯიან იმის გამო, რომ მათი მამა 13 წელი ემსახურა, საკუთარი მკერდით, ჯანმრთელობის ხარჯზე, სახელმწიფოს და 10 წელია იძულებით ემიგრაციაშია, რადგან უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ოჯახს იცავდა ... სჯიან ჩემს გამო ... 

რა ვუპასუხო ამ ბავშვებს ? ან, რამდენი ბავშვი იჩაგრება ამ უსამართლო ქვეყანაში იმის გამო, რომ "მათიანი" არ არის ... 
ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ  უკან არ დავიხევ ასეთი სიმახინჯეები, რომ შევცვალოთ" წერს ლევან ხაბეიშვილი.