ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში - რა თქვა ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის უსაფრთხოების სამიტზე საქართველო და ბელარუსი ახსენა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
მისი თქმით, "ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი":
როცა არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და არ სურს, რუსეთმა მიიტაცოს მისი ნაწილები, უნდა იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს: ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში. ვხედავთ ეს ერები როგორ არიან ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში. მაგრამ რა მაგალითი აქვთ მათ? უკრაინელებსაც კი, ვინც სისხლით ამტკიცებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ფასეულობებისადმი, ჯერ არ მიუღიათ ნათელი პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე“,
„იფიქრეთ ორივე ამ იმედგაცრუებაზე, ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც იბრძვიან და იმ ქვეყნების, ვისთვისაც ჩვენი ბრძოლა არის იმედი“....პოზიტიური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის დადებითი იქნება ყველასთვის. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის და დროთა განმავლობაში, ეჭვი არ მეპარება, ბელარუსისთვის.