ღარიბაშვილი ზელენსკის არ მიესალმა - რა ჩანს ტელეტრანსალაციის ვიდეოში
ევროპის პოლიტიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშივლი ვოლოდიმერ ზელენკის არ მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და არც უკონტაქტია. ეს ჩანს ტელეტრანსლაციის კადრებში, რომელი მოლდოვადან გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტი დიდი ხანი იდგა ღონისძიების მასპინძელი სასახლის ეზოში და სათითაოდ ესაუბრებოდა ევროპელ ლიდერებს, თუმცა მათ შორის არ ყოფილა საქართველოს პრემიერი.
ეს იყო შესაძლებელობა ორი ლიდერის კომუნიკაციის, თუმცა ეს შანსი პრემიერმა არ გამოიყენა.
ამ დრომდე უცნობია, ექნება თუ არა ღარიაბაშვილის პირისპირ შეხვედრა ზელენსკისთან.
უკრაინის პრეზიდენტმა დაანონსა, რომ ორმხირივი შეხვედრები ექნება, თუმცა უცნობია, იქნება თუ არა მათ შორის საქართველოს პრემიერი.