საქართველოში პოლიტპატიმრების თემა 2012 წელს დასრულდა, როცა ქართული ოცნება მოვიდა - კალაძე
პოლიტპატიმრების თემა 2012 წელს დამთავრდა, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში - ამის შესახებ კახა კალაძემ "მთავარი არხის" დირექტორზენ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, განსხვავებული მოსაზრებებისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან.
ამ მიმართულებით სრული დემოკრატია და თავისუფლება გვაქვს. მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი კონკრეტულ პატიმრებთან მიმართებაში"- თქვა მან.