შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს

01.06.23 14:58
შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს

შარლ მიშელმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს მოლდოვიდან შეახსენა ოფიციალურ თბილისს, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ბევრი მუშაობაა საჭირო.

მიშელი ფიქრობს, რომ საქართველოს ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების მომხრეა და იმსახურებს კანდიდატის ქვეყნის სტატუსს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია, იმედი მაქვს შესრულდება რეფორმები, რომელიც საჭიროა. ქართველი ხალხის უმეტესობა ევროკავშირში წევრობას უჭერს მხარს და იმედი მაქვს, რომ იქნება ფანჯარა შესაძლებლობისთვის, რომ გაკეთდეს მკაფიო არჩევანი, არა იმისთვის, რომ ასიამოვნოთ ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გააკეთოთ მკაფიო არჩევანი და დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე. გახარებული ვიქნები, თუ საქართველოს ისევ ვეწვევი, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მომიწვია. იმედი მაქვს იქნება შესაძლებლობა ვეწვიო საქართველოს ისევ" - ამბობს მიშელი.