საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს, უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა - ბორელი

01.06.23 15:10
საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს, უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა - ბორელი

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს, უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა - ასეთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკურ ფორუმზე.

ბორელის განცხადებით, ამდენი ლიდერის მოლდოვაში, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეკრება ძლიერი სიგნალია.

„საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა. ვფიქრობ, ამდენი ლიდერის აქ ყოფნა, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ჩვენი, მრავალი სახელმწიფოს ერთიანობის შესახებ და არამხოლოდ ევროკავშირის. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროპის მხრიდან ნათელია. ახლა საქართველოზეა, გააგრძელოს მუშაობა“ - ამბობს ბორელი.