ხატია დეკანოიძე პარტიას ქმნის?

01.06.23 15:25
ხატია დეკანოიძე პარტიას ქმნის?

შეიქმნება თუ არა კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური პარტია? - პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ენმ-დან წამოსული დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე, შესაძლოა ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

დეკანოიძეზე ჯერჯერობით პარტიის შექმნას გამორიცხვას, თუმცა ამბობს, რომ მოუსმენს ხალხის დაკვეთას.  

სად ვიქნები, როგორ ვიქნები, რა პლატფორმაზე ვიქნები, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი, საზოგადოების გადასაწყვეტი. კონფიგურაციაზე მე სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, რა პლატფორმა იქნება, როგორ იქნება, 2024 სად ვიქნები, როგორ ვიქნებით. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიქნები აქტიურ ბრძოლაში, ყველა იმ ადამიანთან ერთად რა თქმა უნდა ვინც არის ანტირუსი და რუსიფიკაციის მოწინააღმდეგე" - ამბობს ხატია დეკანოიძე.

კითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობა ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარესთა, დეპუტატმა თქვა, რომ ნიკა მელიასთან იდეების გაცვლა აქვს. 

დეკანოიძის თქმით, ის ელიას პოლიტიკურ გეგმებზე ვერ ისაუბრებს: 

მე არ გამიწყვეტია ნიკასთან ურთიერთობა, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, არც მაშინ არჩევნები რომ იყო, არც არჩევნების შემდეგ. მე მაქვს მასთან კომუნიკაცია, ჩვენ დიდი ხანია ერთად ვიბრძვით და ისევე როგორც კომუნიკაცია მაქვს, იმ ადამიანებთან ვინც ახლა ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ პარლამენტში. ნიკა არის ნაციონალურ მოძრაობაში. არ დაუტოვებია მას ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ ნიკას გეგმებზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი მისი გეგმების შესახებ. ჩვენ გვაქვს გაცვლა-გამოცვლა იდეების"-  დასძინა მან. 

რომან გოცირიძე ხატია დეკანოიძის მსგავსად ამბობს, რომ ის პოლიტიკურ ცხოვრებას აქტიურად აგრძელებს.

"მე და ხატია ჯერ სტრუქტურულად არ გვიფიქრია პარტიის შექმნაზე, მაგრამ ჩვენ პოლიტიკაში ვიქნებით ძალიან აქტიურები და ამაში პოლიტიკური ჯგუფიც რომ შეგვიწყობს ხელს ეს ფაქტია. მხოლოდ ადამიანური პოლიტიკური არა, მაგრამ პოლიტიკური კომუნიკაცია მაშინ შედგება, თუ ნიკა მელია არ იქნება ნაციონალურ მოძრაობაში. დღეს ნიკა მელია არის ნაციონალურ მოძრაობაში, მისი განცხადებებით ჩანს, რომ მისია იყენებს ბოლო შანსებს, რომ პარტია გადარჩეს და ეს შანსები დღითიდღე მცირდება" - აცხადებს რომან გოცირიძე.