დღემდე ვერ გავიგეთ, რატომ დატოვა დეკანოიძემ ენმ - ლევან ბეჟაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ხატია დეკანოიძეს " ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მეტი შანსი და მეტი პერსპექტივა ჰქონდა".
მისი თქმით, ვერ გაიგეს, რატომ დატოვა ხატია დეკანოიძენ ენმ.
"ხატია დეკანოიძემ განაცხადა არაერთხელ, რომ ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, შესაბამისად ბუნებრივიც არის, რომ ის იფიქრებს, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებაზე. ხატია დეკანოიძეს მეტი შანსი და მეტი პერსპექტივა ჰქონდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და დღემდე ვერ გავიგეთ ის მიზეზები, რატომ დატოვა ხატიამ პარტია" - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ენმ-დან წამოსული დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე, შესაძლოა ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.