დღევანდელი პირველი პირები უკრაინაში, 2008 წლის ომზე ქართველებს დაგვცინოდნენ - მეუფე იაკობი
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის ხმაურიანი განცხადებები ამბიონიდან - მეუფე იაკობს უკვირს რატომ არ მიანიჭეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან?"- თქვა მაღალმა იერარქმა.
ქადაგებისას წმინდა სინოდის წევრმა რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და თქვა, რომ ომის ქარცეცხლი ყველას სტკივა.
2008 წელს რაც მოხდა ყველამ იცით, ეძინა მსოფლიოს. ბალტიისპირეთისავით რომ მოგვპყრობოდნენ, არც აქ იქნებოდა ომი და არც უკრაინაში. უკრაინა თავისუფალი, ძლიერი ქვეყანა იქნებოდა. დღევანდელი პირველი პირები, თუნდაც უკრაინაში, მაშინ, 2008 წლის ომზე როგორ დაგვცინოდნენ ქართველებს, მაშინ საკუთარ თავზე არ ჰქონდათ გამოცდილი და ღმერთმა შეუნდოთ. როცა შეეხოთ, თვითონაც მთელს მსოფლიოს სთხოვენ, რომ რაღაც ერთი წესრიგით ვიცხოვროთ"- თქვა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ, ომი არ მორჩება. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი აცხადებს, რომ უკრაინა და საქართველო დამოუკიდებლობის სურვილის გამო ისჯებიან:
რატომ დაისაჯა საქართველო? იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება უნდოდა. უკრაინა რატომ ისჯება? იმიტომ, რომ მასაც დამოუკიდებლობა უნდა, თავისუფლება უნდა, ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმას რომ არ აპირებდა... რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? უკრაინას, რითაც შეგვიძლია ვეხმარებით, 20% მეც მაქვს დაკარგული. სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ ეკონომიკურად, ომი გაგრძელდება, ასე მჯერა, რატომ ვიტყუებთ თავს?!“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.