პაპუაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის ინტერესებს ღალატსა და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
ოპოზიციური პარტიები შალვა პაპუაშვილის სამიზნე გახდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" ევროპაში ქვეყნის ინტერესებს ღალატობენ და სიცრუეს ტირაჟირებენ.
პაპუაშვილის სამიზნე დღეს იყო ყველაა, ვინც ალდესს სამიტზე რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ჩვენი ქვეყნის შესახებ მიღებულ დოკუმენტს, სადაც ჩაწერეს რომ თბილისმა მოსკოვთან პოლიტიკური ფლირტი უნდა შეწყვიტოს.
"რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე NGO დადიან დედაქალაქ-დედაქალაქ და არწმუნებენ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოში არის მძიმე სავალალო მდგომარეობა, სადღაც შემდეგ ბოლო წინადადებაში ალბათ ეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე, სავალალო მდგომარეობა არის, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამით საკუთარ სინდისს ეტყობა პატარა საკვებს გადაუგდებენ ხოლმე, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს ხომ არის პირდაპირ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა, NGO-ებისგან არაფერი არ მიკვირს. "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" იცით, რომ იმყოფებოდნენ ალდეს კონფერენციაზე და სიხარულით გვამცნეს, როგორ მიაღებინეს განცხადება, სადაც პირდაპირ წერია აბსოლუტური მანიპულაცია და დეზინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ახარებთ" - ამბობს შალვა პაპუაშვილი.