"აბსურდი და სამარცხვინო ტყუილი" - გრიგოლ გეგელია პაპუაშვილს პასუხობს

01.06.23 15:42
"აბსურდი და სამარცხვინო ტყუილი" - გრიგოლ გეგელია პაპუაშვილს პასუხობს

მამუკა ხაზარაძის გუნდში ფიქრობენ, რომ პარტია "ლელოზე" პარლამენტის თავმჯდომარის შეტევა მიზანმიმართულად ხდება.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ის, რომ ოპოზიცია ქვეყანას საზღვრებს გარეთ აზარალებს, ეს არის სრული აბსურდი და სამარცხვინო ტყუილი.

დღეს თუ ვინმე აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტატუსს, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს, ამ ქვეყნის შანსებს და მომავალს, ეს არის პაპუაშვილი და მისი გუნდი. ის, რომ ოპოზიცია აზარალებს რაიმეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეს არის სრული აბსურდი და სამარცხვინო ტყუილი. იმაში გასაკვირი, რომ ბუნდესტაგმა და ბრიუსელმა 2023 წელს, ინტერნეტის ეპოქაში, ძალიან კარგად იცის ყველა ის ბოდვა და ბოროტება, რასაც პაპუაშვილი და მისი გუნდი სჩადის, მემგონი არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა 1760-იან წლებში, არამედ 2013 წელს". - ამბობს გეგელია.

ოპოზიციური პარტიები შალვა პაპუაშვილის სამიზნე გახდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" ევროპაში ქვეყნის ინტერესებს ღალატობენ და სიცრუეს ტირაჟირებენ.

პაპუაშვილის სამიზნე დღეს იყო ყველაა, ვინც ალდესს სამიტზე რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ჩვენი ქვეყნის შესახებ მიღებულ დოკუმენტს, სადაც ჩაწერეს რომ თბილისმა მოსკოვთან პოლიტიკური ფლირტი უნდა შეწყვიტოს.