მხიარულებაა, როდესაც EU იღებს რეზოლუციას, სადაც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და მეცენატე ივანიშვილი დამნაშავე - ვოლსკი

01.06.23 15:52
მხიარულებაა, როდესაც EU იღებს რეზოლუციას, სადაც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და მეცენატე ივანიშვილი დამნაშავე - ვოლსკი

გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ და ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანონ და "ოცნების" წევრის თქმით, როდესაც მათ ეს გამოსდით, ისინი გახარებულები არიან.

ვოლსკი ამბობს, რომ გეგმაზომიერი მუშაობა იმისთვის მიმდინარეობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. 

"ინტენსიურად მუშაობენ და სერიოზული, მართლაც დიდი მხიარულებაა, როდესაც ევროკავშირი მაგალითად ისეთ უტიფარ რეზოლუციას იღებს, სადაც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და მეცენატე ბიძინა ივანიშვილი კიდევ დამნაშავე, რეალურად მხოლოდ ეს შედარებაა არ არის ერთადერთი. მე ვფიქრობ, რომ ინტენსიური მუშაობაა, საკმაოდ გეგმაზომიერი მუშაობა, მათ შორის მედია საშუალების გამოყენებით მიმდინარეობს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი" - ამბობს გია ვოლსკი.