ჩემზე მხედრიონელს რომ იძახიან, არ რცხვენიათ? - მეუფე იაკობი
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ უნდა შერცხვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მას მხედრიონელად მოიხსენიებს.
მისი თქმით, მხედრიონელი მეგობარიც კი არასდროს ჰყოლია და ვერ ხვდება რატომ სწამებენ ცილს.
"ჩემზე მხედრიონელს რომ იძახიან, არ რცხვენიათ? მხედრიონელი მეგობარი არ მყოლია მაშინ, იმ პერიოდში. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი სულ. ისეთი ვიღაცა არ ვიყავი ცნობილი ის ვიყავი... რატომ აკეთებენ, იმიტომ, რომ პირველი პრეზიდენტი, რა გაუკეთეს, ჩემზე ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, თავიდან რუსიაო, მერე ეს არის, მერე ეს არისო. აქ რომ ჩამოვდივარ, შეიძლება ვინმემ თქვას არ უნდა ამბობდესო, ლოგინში არ ვწვები ხოლმე, მონასტერში რაც წავედი ლოგინში არ ვწოლილვარ, არსად ლოგინი არა მაქვს"- ამბობს მეუფე იაკობი.