ღარიბაშვილი კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს - მთავრობა

01.06.23 16:38
ღარიბაშვილი კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს - მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 
სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.
გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან". - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.