იაფი ფრენა რუსებისთვის - საქართველოში ავიარეისების შესრულებას კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია იწყებს
იაფი ფრენა რუსეთის მოქალაქეებისთვის - საქართველოში ავიარეისების შესრულებას კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია, Red Wings-ი იწყებს. მოსკოვი-ქუთაისის და სოჭი-თბილისი რეისების შესრულებაზე საქართველოს ხელისუფლებამ ნებართვა უკვე გასცა. "ფორბსის" რუსულენოვანი რედაქცია წერს, რომ შესაძლოა, ქუთაისი აეროპორტი გახდეს, ნამდვილი ჰაბი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში სამოგზაუროდ და ჩაანაცვლოს სტამბოლის აეროპორტიც კი.
რუსული Red Wings-ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, დაბალი აქვს ბილეთის ფასი, ქუთაისიდან ევროპის მიმართულებაზე ვიზეარსაც, ამიტომ რუსეთში აქვთ მოლოდინი, რომ ამ კომბინაციით რუსეთის მოქალაქეები ევროპაში იაფად მოხვდებიან.
რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს.