საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად, განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს - ბეჟაშვილი

01.06.23 17:33
საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად, განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს - ბეჟაშვილი

საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად, განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს - ეს განცხადება პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილის თქმით, ზელენსკის განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უკრაინა საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებს.

"უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამწუხარო რეალობას, დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებს.

ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! მაშინ, როცა მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს.

ბუნებრივია, ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველო და ბელარუსი რუსეთმა უკანონობაში ჩაითრია- ასეთი სკანდალური განცხადება გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკურ სამიტზე და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ფაქტობრივად პუტინის მოკავშირეობაში ამხილა.