უკრაინამ დასასანქცირებელ პირთა სიაში ზურაბ წერეთელიც შეიყვანა

01.06.23 17:41
უკრაინამ დასასანქცირებელ პირთა სიაში ზურაბ წერეთელიც შეიყვანა

რუსული აგრესიის მხარდაჭერის გამო უკრაინამ დასასანქცირებელ პირთა სიაში მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი შეიყვანა.

"მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით. ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად"- წერია განცხადებაში. 

უკრაინაში ამბობენ, რომ სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.