მეუფე იაკობი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები "ქართველი ჭორიკანა პოლიტიკოსების ჭკუაზე დადიან"
მეუფე იაკო ამბობს, რომ "დასავლელი პარტნიორები ქართველი ჭორიკანა პოლიტიკოსების ჭკუაზე დადიან".
ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, უცხოელებს უნდა მოვთხოვოთ, ისე მოგვექცნენ, როგორადაც ვიმსახურებთ.
"რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? იმის მაგივრად, უკრაინას რომ ეხმარები თუ გინდა და თუ საქართველო პარტნიორია, იაფად მომცე რაღაცები რომ გავიდე რუსული ბაზრიდან, არც იმას მაძლევ და რომ აღარ გექნებათ არც საწვავი და არც საკვები რა უნდა ქნათ?! უცხოელებსაც ცოტა ისე მოვთხოვოთ, ვინცა ვართ ისე მოგვექცნენ და არა ისე, ჭორიკნები რომ დარბიან, პოლიტიკოსები რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან".- ამბობს მეუფე იაკობი.