ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ სტატუსი შეამცირებს პოლარიზაციას - ღარიბაშვილი
"სტატუსის მონიჭება ავტიმატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას"- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვაში სწორედ ამ გზავნილით ჩამოვიდა:
ჩვენი ერთერთი მთავარი სათქმელი, რაც მე ჩამოვიტანე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, იყო შემდეგი - თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, იხილონ მინიმალიზებული, შემცირებული პოლარიზაცია, მე ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტიმატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას, ეს ხარისხი ავტომატურად დაიწევს, მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს.
უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში.