ევროპელი კოლეგებისგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ- ღარიბაშვილი

01.06.23 19:12
 ევროპელი კოლეგებისგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ საქართველოსთვის სტატუსის  მინიჭებას მხარს დაუჭერენ- ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას  მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეები დაჰპირდნენ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარდაჭერა ექნება. 

მისი თქმით, ევროპელებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. 

"მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა", - თქვა ღარიბაშვილმა.