პრემიერის დიდი უხერხულობა - რისთვის ჩავიდა ღარიბაშვილი მოლდოვაში?
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირაკლი ღარიბაშვილს ზედაც არ შეხედა - ორი ქვეყნის ლიდერი უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთმანეთს ერთ სივრცეში დღეს პირველად შეხვდა. მოლდოვიდან გავრცელებულმა კადრებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს საკმაოდ ახლო მანძილით ჩაუარა. არ ყოფილა არც მისალმება, არც ხელის ჩამორთმევა. ღარიბაშვილი იდგა მარტო, როცა მსოფლიო ლიდერები ზელენსკის ირგვლივ ტრიალებდნენ.
ზელენსკიმ საქართველო დღეს ორჯერ ახსენა. თქვა, რომ რუსეთი საქართველოს და ბელორუსს ითრევს უკანონობაში და მეორედ, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა.
უკრაინის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას საქართველოს პრემიერი დარბაზში უსმენდა. ზელენსკისგან განსხვავებით ღარიბაშვილს დღეს მხოლოდ დახურულ ფორმატში მოუსმინეს. ამიტომ უცნობია, რა თქვა ევროპელი ლიდერების წინაშე, რომლებიც დარწმუნებულები არ არიან, რომ ივანიშვილის გუნდს ევროკავშირის წევრობა უნდა.
ღარიბაშვილი ზელენსკის არ შეხვდა - ყველა დეტალი ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში