ღარიბაშვილის თავის მართლება და თავდასხმა ზელენსკიზე

01.06.23 20:09
ღარიბაშვილის თავის მართლება და თავდასხმა ზელენსკიზე

ზელენსკის განცხადება ღარიბაშვილისთვის ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმაა.  საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ  "უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, დესტრუქციულ ოპოზიციასთან". არადა ღარიბაშვილი ამ კომენტარის დასაწყისში  ამბობდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტზე საუბარი არ უნდოდა, თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერი თქვა, რასაც ფიქრობდა

იყო  თავის მართლებაც. ბრატისლავაში  გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ღარიბაშვილი დღეს იმის ახსნას შეეცადა, რომ მისი მიმართვის კონტექსტი დაამახინჯეს და ნატოს წინააღმდეგ განცხადებები ლობისტებმა მოიგონეს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს რას იტყვიან მასზე დასავლეთში, მხოლოდ ის აინტერესებს რას იტყვიან მასზე საქართველოში.    

ღარიბაშვილის თავის მართლება და თავდასხმა ზელენსკიზე - ინა ცარციძემ  მოისმინა პრემიერი მინისტრის განცხადებები