რის გამო ვერ იწყალებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს?

01.06.23 20:24
 რის გამო ვერ იწყალებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს?

ვისთვის იყო განკუთვნილი პრეზიდენტის სიტყვა ევროპარლამენტში.   ბრიუსელშიც და თბილისშიც პრეზიდენტის  გამოსვლამ იმედგაცრუება დატოვა. ევროპარლამენტარებისთვის, რომლებსაც სულ სხვა  მოლოდინი ჰქონდათ,  მთავარი კითხვები ისევ  პასუხგაუცემელი დარჩათ. თავის სიტყვაში ზურაბიშვილს არც ერთხელ არ უხსენებია ქვეყნის მთავარი პრობლემა, რომელიც ყველაზე  მნიშვნელოვანი ბარიერია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბიძინა ივანიშვილი და  ოლიგარქიული მმართველობა პრეზიდენტის 20 წუთიან გამოსვლაში ვერ მოხვდა. 

ეს ფაქტი ბრიუსელში უყურადღებოდ არ დარჩენიათ.  კიდევ უფრო დიდი მოლოდინი იყო მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის სიტყვიდან  მხოლოდ მოლოდინი დარჩა. ზურაბიშვილის მიმართვამ ხელისუფლებისადმი  - "ნუ მემუქრებით", გააჩინა განცდა, რომ  ის მზად არის გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება. თუმცა როდის, ან გამოიყენებს თუ არა საერთოდ, ეს კითხვა საზოგადოებაში ისევ უპასუხოდ დარჩა.

 რის გამო ვერ იწყალებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს? - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის ჩართვიდან